"სელტიკსმა" "უორიორსს" ჯოჯოხეთი მოუწყო - "ბოსტონი" სერიაში კიდევ ერთხელ დაწინაურდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ბოსტონ სელტიკსმა" "გოლდენ სტეიტ უორიორსს" უმასპინძლა და 116:100 დაამარცხა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან ჯეილინ ბრაუნმა აქტივში 27 ქულა, 9 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ჩაიწერა.

ჯეისონ ტეიტუმმა გუნდს 26 ქულა, 6 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

"ოქროსშტატელების" მხრიდან სტეფ კარიმ 31 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე ჩაჭრა დააგროვა.

კლეი ტომპსონმა თავი 25 ქულით, 3 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 1-იც დაფარებით გამოიჩინა.

ამრიგად, "კელტები" სერიაში 2:1 დაწინაურდა. მომდევნო შეხვედრა
11 ივნისს, 05:00 საათზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული