ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ბოსტონ სელტიკსმა" "გოლდენ სტეიტ უორიორსს" უმასპინძლა და 116:100 დაამარცხა.
მასპინძელთა შემადგენლობიდან ჯეილინ ბრაუნმა აქტივში 27 ქულა, 9 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ჩაიწერა.
ჯეისონ ტეიტუმმა გუნდს 26 ქულა, 6 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.
"ოქროსშტატელების" მხრიდან სტეფ კარიმ 31 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე ჩაჭრა დააგროვა.
კლეი ტომპსონმა თავი 25 ქულით, 3 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 1-იც დაფარებით გამოიჩინა.
ამრიგად, "კელტები" სერიაში 2:1 დაწინაურდა. მომდევნო შეხვედრა 11 ივნისს, 05:00 საათზე გაიმართება.