"პეისერსი" მიიღებს კენტავიუს კოლდუელ-პოუპს, იშ სმიტსა და 23 ივნისის ლატარიის მე-10 არჩევანის უფლებას. "ვაშინგტონს" მალკომ ბროგდონი და გოგა ბითაძე შეუერთდებიან. ამასთან ერთად, დრაფტზე 31-ე არჩევანის უფლება ექნებათ.
"ბითაძე "ვაშინგტონს" კარგად მოერგება. მათ ცენტრი სჭირდებათ, რადგან გუნდმა მონტრზელ ჰარელი გაუშვა." - წერს The Athletic-ი.
შეგახსენებთ, "ინდიანამ" გოგა დრაფტზე 2019 წელს მე-18 ნომრად აირჩია.
Ყველამ ხო არ იცის ინდიანამ და მაილს ტერნერმა და საბონისმა რამდენი რამე გასწავლეს?ასე რო ჯიგრულად,დინჯათა და კახურად მიაწექ!წარმატებები რემბოევიჩ,შენით ვამაყობთ!