"დენვერი" კარმელოს გუნდში დაბრუნებას გეგმავს

AutoSharing Option
Hoops Wire-ის მიმომხილველის, სამ ემიკოს თქმით, "დენვერ ნაგეტსი" კარმელო ენტონის დაბრუნებაზე ფიქრობს.

შეგახსენებთ, ენტონი "ნაგეტსის" შემადგენლობაში 2003 წლიდან 2011 წლამდე გამოდიოდა, გუნდის ლიდერი იყო და არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა.

რაც შეეხება გასულ სეზონს, თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო შემტევმა გასული სეზონი "ლეიკერსში" ჩაატარა, საშუალოდ 13.3 ქულა, 4.2 მოხსნა და 1.0 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

კარმელო 38 წლისაა და თავისუფალი აგენტია, დარჩება კალიფორნიაში თუ გადაბარგდება დენვერულ გუნდში ამას ერთად ვნახავთ.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული