"ლეიკერსმა" შროდერი დაიბრუნა, თვალი კი "იუტაში" დარჩენილ 3 ლიდერს დაადგა

AutoSharing Option
ჩაგდებული სეზონის შემდეგ "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" გაძლიერებას ცდილობს.

როგორც ცნობილია, კალიფორნიული გუნდი ბოიან ბოგდანოვიჩით, ჯორდან კლარკსონითა და მალიკ ბიზლით ინტერესდება.

The Athletic-ის ინფორმაციით, კლუბები ერთმანეთს უკვე დაუკავშირდნენ, შესაძლოა გაცვლა მართლაც, რომ შედგეს. ჯერ-ჯერობით უცნობია რა შეთავაზებას ამზადებს "ყვითლების" ხელმძღვანელობა.

შეგახსენებთ, "იუტამ" რუდი გობერი ("მინესოტაში") და დონოვან მიტჩელი ("კავალიერსში") უკვე გაცვალა, რეკონსტრუქციისთვის კი საჭიროა, რომ მსგავსი კალიბრის კალათბურთელები გაცვალონ და ლატარიის პიკები მიიღონ.

აქვე გეტყვით, რომ "ლეიკერსმა" დღეს გამთენიისას დენის შროდერი დაიბრუნა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული