ლუკას წარმოუდგენელი სტატისტიკა - სლოვენიელმა ვარსკვლავმა ირვინგისა და დურანტის კომბინირებული 76 ქულა გადაფარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "დალას მავერიკსი" "ბრუკლინ ნეტსს" ესტუმრა და 129:125 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან კაირი ირვინგმა გუნდს 39 ქულა, 7 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 4 დაფარება შესძინა.

კევინ დურანტმა 37 ქულა, 3 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.

ორივე ვარსკვლავის მეგა-შეხვედრა სტუმართა ლიდერის, ლუკა დონჩიჩის ჩინებულმა პერფორმანსმა გადაფარა - სლოვენიელმა ვარსკვლავმა თავი 41 ქულით, 11 მოხსნით, 14 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.

ამრიგად, "ნეტსს" 1 მოგება და 4 მარცხი აქვს, შემდეგ შეხვედრას კი
30 ოქტომბერს, "ინდიანა პეისერსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"დალასს" 2 გამარჯვება და ამდენივე წაგება აქვს, მომდევნო მატჩს კი იმავე 30 ოქტომბერს, "ოკლაჰომა სითი თანდერთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთი ლუკა დონჩიჩი ჩვენც გვინდა!!!!
ლიზა
12:41 28-10-2022
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული