ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "დალას მავერიკსი" "ბრუკლინ ნეტსს" ესტუმრა და 129:125 დაამარცხა.
მასპინძელთა მხრიდან კაირი ირვინგმა გუნდს 39 ქულა, 7 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 4 დაფარება შესძინა.
კევინ დურანტმა 37 ქულა, 3 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.
ორივე ვარსკვლავის მეგა-შეხვედრა სტუმართა ლიდერის, ლუკა დონჩიჩის ჩინებულმა პერფორმანსმა გადაფარა - სლოვენიელმა ვარსკვლავმა თავი 41 ქულით, 11 მოხსნით, 14 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.
ამრიგად, "ნეტსს" 1 მოგება და 4 მარცხი აქვს, შემდეგ შეხვედრას კი 30 ოქტომბერს, "ინდიანა პეისერსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"დალასს" 2 გამარჯვება და ამდენივე წაგება აქვს, მომდევნო მატჩს კი იმავე 30 ოქტომბერს, "ოკლაჰომა სითი თანდერთან" გამართავს.