ნაციონალურ სკაალათბურთო ასოციაციაში "მილუოკი ბაქსმა" "ოკლაჰომა სითი თანდერს" უმასპინძლა და 108:94 დაამარცხა.
მასპინძლები მოედანზე გადახალისებული შემადგენლობით წარსდგნენ, "ირმების" მხრიდან დღეს არ უთამაშიათ - იანის ანტეტოკუმპოს, კრის მიდლტონს, პეტ კონაუტონსა და ჯო ინგლესს (ჯერ "მილუოკის" შემადგენლობაში დებიუტი არ ქონია), სანდრო მამუკელაშვილს მონაწილეობა კიდევ არ მიუღია...
საუკეთესო ბრუკ ლოპესი გახდა, რომელმაც თავი 25 ქულით 3 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.
ბობი პორტისმა 12 ქულა, 21 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
სტუმრების შემადგენლობიდან შაი გილოს ალექსანდერმა გუნდს 18 ქულა, 1 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება შესძინა.
ამრიგად, "ბაქსი" ჯერ კიდევ დაუმარცხებელია, 9:0-ზე ბალანსით ლიგის საუკეთესო გუნდია, შემდეგ მატჩს 8 ნოემბერს, "ატლანტა ჰაუქსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"ოკლაჰომა" 4 გამარჯვებითა და 5 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-11 პოზიციაზეა, იმავე 8 ნოემბერს კი "დეტროიტ პისტონს" დაუპირისპირდება.