ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "დალას მავერიკსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" უმასპინძლა და 103:101 დაამარცხა.
მასპინძელთა მხრიდან ლუკა დონჩიჩმა 35 ქულა, 11 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა დააგროვა.
ლუკას მხარი სპენსერ დინვიდიმ აუბა, რომელმაც თავი 16 ქულით, 3 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.
ფინი სმიტმა 21 ქულა (7/13 სამქულიანი), 3 მოხსნა და ამდენივე ჩაჭრა მიითვალა.
"კლიპერსის" შემადგენლობიდან პოლ ჯორჯმა აქტივში 23 ქულა, 7 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა ჩაიწერა, აღსანიშნავია 10 დაკარგვაც.
ნიკოლას ბატუმმა გუნდს 22 ქულა (7/7), 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა შესძინა.
ამრიგად, "მავერიკსი" 8 გამარჯვებითა და 5 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 17 ნოემბერს, "ჰიუსტონ როკეტსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
კალიფორნიელები 8 მოგებითა და 7 მარცხით იმავე დასავლეთში მე-9 პოზიციაზე იმყოფებიან, 18 ნოემბერს კი "დეტროიტ პისტონსს" შეხვდებიან.