ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ატლანტა ჰაუქსმა" "ტორონტო რეპტორსს" უმასპინძლა და 124:122 დაამარცხა.
მასპინძელთა მხრიდან ტრეი იანგმა თავი 33 ქულით, 3 მოხსნით, 12 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და დაფარებით გამოიჩინა.
ეიჯი გრიფინმა 17 ქულა, 5 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელმა გამარჯვების მომტანი სროლა სირენასთან ერთად გამოიყენა და საკუთარ გუნდს მორიგი გამარჯვება შესძინა.
სტუმართა შემადგენლობიდან სკოტი ბარნსმა 28 ქულა, 11 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.
ოჯეი ანუნობიმ აქტივში 27 ქულა, 3 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა ჩაიწერა.
ამრიგად, "ჰაუქსი" 10 გამარჯვებითა და 6 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას 22 ნოემბერს, "კლივლენდ კავალიერსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"რეპტორსი" 9 მოგებითა და 8 წაგებით იმავე აღმოსავლეთში მე-7 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 24 ნოემბერს, "ბრუკლინ ნეტსთან" გამართავს.