ენტონი დევისის 37 ქულა და 21 მოხსნა საკმარისი არ აღმოჩნდა - "ლეიკერსი" "ფინიქსთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, გამთენიისას, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ფინიქს სანსმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" უმასპინძლა და 115:105 დაამარცხა.

სტუმართა მხრიდან გამოირჩა ენტონი დევისი, რომელმაც 37 ქულა, 21 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი დააგროვა.

ლონი ვოლკერმა თავი 24 ქულას და 2 ასისტს მოუყარა.

"ფინიქსიდან" დევინ ბუკერმა 25 ქულა, 4 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ამრიგად, "ლეიკერსი" 5 მოგებითა და 11 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა, მე-14 ადგილს იკავებს. დარვინ ჰემის გუნდი 26 ნოემბერს "სან ანტონიოს" დაუპირისპირდება.

"ფინიქსი" კი 11 გამარჯვებითა და 6 მარცხით დასავლეთ კონფერენციის
ლიდერია. მონტი ვილიამსის გუნდი მორიგ მატჩს 26 ნოემბერს "დეტროიტ პისტონსის" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული