ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "დალას მავერიკსმა" "გოლდენ სტეიტ უორიორსს" უმასპინძლა და 116:113 დაამარცხა.
მასპინძელთა მხრიდან ლუკა დონჩიჩმა თავი 41 ქულით, 12 მოხსნით, 12 შედეგიანი გადაცემით, 4 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა. სლოვენიელი კალათბურთელი ისტორიაში მე-6 კალათბურთელი გახდა, რომელმაც 40 ან მეტქულიანი სამმაგი დუბლი ხუთზე მეტჯერ შეასრულა.
ლუკას მხარი ტიმ ჰარდევეიმ აუბა, რომელმაც 22 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
"ოქროსშტატელების" შემადგენლობიდან სტეფ კარიმ 32 ქულა, 5 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ამრიგად, "მავერიკსი" 10 მოგებითა და 10 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 2 დეკემბერს, "დეტროიტ პისტონსთან" გამართავენ.
"გოლდენ სტეიტი" 11 გამარჯვებითა და 11 მარცხით იმავე დასავლეთში მე-9 პოზიციაზე იმყოფება, 3 დეკემბერს კი "ჩიკაგო ბულზს" შეხვდება.
ოსკარ რობერტსონი 22
ჯეიმს ჰარდენი 15
რასელ ვესთბრუკი - 12
უილტ ჩემბერლენი - 7
ლებრონ ჯეიმსი - 6
ლუკა დონჩიჩი 5