სეზონის მატჩი! "ლეიკერსმა" "მილუოკი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" "მილუოკი ბაქსს" ესტუმრა და 133:129 დაამარცხა. მანამ სანამ სტატისტიკურ ნიშნულებზე გადავალთ გეტყვით, რომ აღნიშნული შეხვედრა თავისი დაძაბულობითა და ხარისხით თავისუფლად შეგვიძლია მივიჩნიოთ მიმდინარე სეზონის საუკეთესო თამაშად.

მას ასე, "ლეიკერსის" შემადგენლობიდან ენტონი დევისმა 44 ქულა (18/27 თამაშიდან), 10 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 3 დაფარება მიითვალა.

ლებრონ ჯეიმსმა 28 ქულა, 8 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა. ყველა დროის საუკეთესო მეპასეთა სიაში ლებრონ ჯეიმსმა მეჯიქ ჯონსონი ჩამოიტოვა და მე-6 ადგილზე გადავიდა, "მეფეს" ამ მომენტისთვის
10144 ასისტი აქვს, მომდევნო მოწინააღმდეგე მარკ ჯექსონია თავისი 10334 გადაცემით.

რასელ უესტბრუქმა აქტივში 15 ქულა, 7 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.

ზოგადად, კალიფორნიელებმა თამაშში 4 შეცდომა დაუშვეს, რამაც დიდწილად განაპირობა "ირმების" წინააღმდეგ გამარჯვება.

"მილუოკის" მხრიდან იანის ანტეტოკუმპომ თავი 40 ქულით (16/23 თამაშიდან), 7 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.

ჯრუ ჰოლიდეიმ გუნდს 28 ქულა (11/20 თამაშიდან), 6 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

გასული სეზონის პლეი-ოფის შემდეგ პირველად ითამაშა კრის მიდლტონმა, რომელმაც 17 ქულა, 2 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

ამრიგად, სეზონის საშინელი სტარტის შემდეგ "ლეიკერსმა" ფორმა აკრიფა (ბოლო 9 მატჩიდან 7 მოიგო), ამ მომენტისთვის 9 მოგება და 12 წაგება აქვს, რა შედეგითაც დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას 5 დეკემბერს, "ვაშინგტონ ვიზარდსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"მილუოკი" 15 გამარჯვებითა და 6 მარცხით აღმოსავლეთში მე-2 პოზიციაზე იმყოფება, 4 დეკემბერს კი "შარლოტ ჰორნეტსს" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული