This is a modal window.
The media could not be loaded, either because the server or network failed or because the format is not supported.
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" "ვაშინგტონ ვიზარდსს" ესტუმრა და 130:119 დაამარცხა.
სტუმართა შემადგენლობიდან ენტონი დევისი ბრწყინვალე სვლას განაგრძობს. თანამედროვეობის ერთ-ერთმა გამორჩეულმა კალათბურთელმა მოედანზე 37:33 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 55 ქულით (22/30), 17 ქულით, 1 შედეგიანი გადაცემითა და 3 დაფარებით გამოიჩინა.
ლებრონ ჯეიმსმა აქტივში 29 ქულა, 8 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ჩაიწერა.
ლუნი უოლკერმა 20 ქულა დააგროვა, რასელ უესტბრუქმა კი - 6 ქულა, 7 მოხსნა და 15 ასისტი.
დედაქალაქელთა მხრიდან კრისტაპს პორზინგისმა გუნდს 27 ქულა, 9 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.
კაილ კუზმამ 26 ქულა, 7 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.
ამრიგად, "ლეიკერსი" წარმატებულ სვლას განაგრძობს, კალიფორნიულმა გუნდმა ბოლო 10 დაპირისპირებიდან 8 მოიგო, ამ მომენტისთვის 10 გამარჯვება და 12 წაგება აქვს, რითაც დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს, 7 დეკემბერს კი "კლივლენდ კავალიერსს" შეხვდება.
"ვიზარდსი" 11 მოგებითა და 13 მარცხით აღმოსავლეთში მე-11 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას 8 დეკემბერს, "ჩიკაგო ბულზის" წინააღმდეგ ჩაატარებს.