ლუკას საოცარი მატჩი - 50 ქულა და 10 ასისტი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "დალას მავერიკსი" "ჰიუსტონ როკეტსს" ესტუმრა და დაძაბულ მატჩში 112:106 დაამარცხა.

ტეხასელთა ლიდერმა ლუკა დონჩიჩმა მორიგი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა, სლოვენიელმა თავი 50 ქულით, 8 მოხსნით, 10 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა, აღსანიშნავია, რომ ლუკამ მეტოქის ფარში 10-დან 6 სამქულიანი მოათავსა.

მასპინძელთა მხრიდან ჯაბარი სმიტ ჯუნიორმა გუნდს 24 ქულა, 10 მოხსნა და 3 ასისტი შესძინა.

ამრიგად, "დალას მავერიკსი" 17 მოგებითა და 16 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს. ჯეისონ კიდის გუნდი მომდევნო მატჩს 25 დეკემბერს "ლოს ანჯელეს ლეიკერსის"
წინააღმდეგ გამართავს.

"ჰიუსტონი" 9 მოგებითა და 23 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში ბოლო მე-15 ადგილზეა. სტივენ სილასის გუნდი მორიგ მატჩს 27 დეკემბერს "ჩიკაგო ბულსს" ესტუმრება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული