"ბოსტონ სელტიკსმა" "მილუოკი ბაქსი" დაამარცხა - საშობაო მატჩები NBA-ში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 დეკემბერს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში საშობაო მატჩები გაიმართა. "ბოსტონ სელტიკსმა" "მილუოკი ბაქსს" უმასპინძლა და 139:118 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან გამორჩეული შეხვედრა ჯეისონ ტეიტუმმა ჩაატარა, რომელმაც 41 ქულა, 7 მოხსნა 5 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა მიითვალა.

"მილუოკის" რიგებიდან იანის ანტეტოკუნმპო გამოირჩა, ბერძენმა გუნდს 27 ქულა, 9 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა შესძინა. სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 3:41 წუთი გაატარა, ერთხელ სამქულიანი სტყორცნა, თუმცა თავი შედეგიანი ქმედებით ვერ გამოიჩინა.

ამრიგად, "კელტები" 24 მოგებითა და 10 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს. "ბოსტონი" მომდევნო მატჩს 28
დეკემბერს "ჰიუსტონ როკეტსთან" გამართავს.

"ბაქსი" 22 მოგებითა და 11 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილს იკავებს. მაიკ ბუნდენჰოლცერის გუნდის მომავალ შეხვედრას 29 დეკემბერს "ჩიკაგო ბულსის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა მატჩების შედეგები:

"დალას მავერიქსი" - "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" - 122:115

"ნიუ-იორკ ნიქსი " - "ფილადელფია სიქსერსი" - 112:119

"გოლდენ სტეიტ უორიორსი" - "მემფის გრიზლსი" 123:109

"დენვერ ნაგეთსი" - "ფინიქს სანსი" - 128:115


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული