გორდონის წარმოუდგენელი ჩატენვა - "დენვერმა" "ფინიქსი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში შობის ღამეს ლიგა გულშემატკივრებს ყოველთვის გამორჩეული შეხვედრებით აჯილდოებს.

"დენვერ ნაგეტსმა" "ფინიქს სანსს" უმასპინძლა და 128:125 დაამარცხა.

ნიკოლა იოკიჩმა თავი 41 ქულით, 15 მოხსნით, ამდენივე შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.

აარონ გორდონმა გუნდს 28 ქულა, 13 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, თითო ჩაჭრა და დაფარება შესძინა. აარონმა მატჩის მიწურულს ბრწყინვალე ჩატენვა შემოგვთავაზა, რომელმაც საშობაო საღამო საკალათბურთო კუთხით კიდევ უფრო გაალამაზა.

"სანსის" მხრიდან ლენდრი შამეტმა 31 ქულა, 2 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.

კრის პოლმა აქტივში
17 ქულა, 4 მოხსნა, 16 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება ჩაიწერა.

ამრიგად, "ნაგეტსი" 21 მოგებითა და 11 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში 1-ელ ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას 28 დეკემბერს, "საკრამენტო კინგსთან" გამართავს.

"ფინიქსი" 19 გამარჯვებითა და 15 მარცხით იმავე დასავლეთში მე-4 პოზიციაზე იმყოფება, 28 დეკემბერს კი "მემფის გრიზლს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული