საოცარი ლუკა დონჩიჩი - 60 ქულა, 21 მოხსნა, 10 შედეგიანი პასი და შოუ "ნიუ იორკის" წინააღმდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "დალას მავერიქსმა" "ნიუ-იორკ ნიქსს" უმასპინძლა და დაძაბულ მატჩში 126:121 დაამარცხა. გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმის ჩატარება გახდა საჭირო.

შეხვედრის დასრულებამდე 45 წუთით ადრე სტუმრები 9-ქულიანი სხვაობით იგებდნენ, თუმცა ტეხასელთა ლიდერმა თამაში საკუთარ თავზე აიღო და რამდენიმე რთული ბურთი ჩააგდო. ანგარიში "ნიქსის" სასარგებლოდ 112:108 იყო, როდესაც ლუკა დონჩიჩმა ფარიდან ასხლეტილი ბურთის მოხსნა ყველას დაასწრო და კალათში მოათავსა. სლოვენიელზე იმანუელ ქვიკლი დაჯარიმდა. ლუკამ საჯარიმო სროლა განზრახ გააფუჭა, რათა მის გუნდს 2-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მოესწრო, მოხსნაზეც თავად ითამაშა და ანგარიში გაათანაბრა.

დონჩიჩის
ზღაპრული მატჩი ოვერტაიმშიც გაგრძელდა და "დალასმა" რეგულარულ სეზონში მე-19 გამარჯვება მოიპოვა.

ლუკამ 60 ქულით, 21 მოხსნითა და 10 შედეგიანი გადაცემით სამმაგი დუბლი შეასრულა.

სტუმართა მხრიდან 33 ქულით, 6 მოხსნით, 4 ასისტით კვენტინ გრაიმსი გამოირჩა.

"მავერიქსი" რეგულარულის მორიგ შეხვედრას 30 დეკემბერს "ჰიუსტონ როკეტსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ნიუ იორკ ნიქსი" 18 მოგებითა და 17 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს. ტომ ტიბოდოს გუნდი 30 დეკემბერს "სან ანტონიო სპურსს" დაუპირისპირდება.

altლუკა დონჩიჩის ბენეფისი ევრობასკეტზე - 47 ქულა და საფრანგეთის მარცხი [VIDEO]

altNBA. შესანიშნავი ლუკა დონჩიჩი - სამმაგი დუბლებით "მეფეს" გადაასწრო [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს დონჩიჩი მართლაც ღვთაებრივი მოვლენაა, ზოგადად ყველა ყოფილი ბალკანელი კალათბურთელები კარგად თამაშობენ ნბააში, ამ ჩვენებს რა ეშველებათ არ ვიცი, არადა მამუკელაშვილს ყველა მონაცემი აქვს ითამაშოს დიდი კალათბურთი, ბითაძეზე არ ვიცი რა ვთქვა, უკვე ნემეტანი გაუგრძელდა უთამაშებლობა, დროა თავს მიხედოს და გადავიდეს სხვა გუნდში, თუნდაც ევროპულში
Nukri
16:22 28-12-2022
0
საოცარი ბიჭი!!❤️
ანი
16:11 28-12-2022
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული