უესტბრუკისა და შროდერის შოუ - "ლეიკერსმა" ჯეიმსის და დევისის გარეშე "მაიამი ჰიტი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" შინ "მაიამი ჰიტი" მიიღო და 112:109 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ "ანგელოზებს" ორი მთავარი ვარსკვლავი - ენტონი დევისი და ლებრონ ჯეიმსი, აკლდა, თუმცა მათ არყოფნაში გუნდს რასელ უესტბრუქმა და დენის შროდერმა ულიდერეს.

გერმანელმა გამთამაშებელმა გუნდს 32 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა მიითვალა, დენისმა 7-დან 4 სამქულიანი ზუსტად სტყორცნა.

უესტბრუქმა თავი 21 ქულას, 8 მოხსნას, 9 შედეგიან გადაცემას და 3 ჩაჭრას მოუყარა.

კარგი მატჩი ჩაატარა ტომას ბრაინტმაც, ცენტრმა 2
1 ქულა, 9 მოხსნა და 1 ასისტი მიითვალა.

სტუმართაგან ბემ ადებაიო გამოირჩა, რომელმაც 30 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

ამგვარად, "ლეიკერსი" 17 მოგებითა და 21 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს. დარვინ ჰემის გუნდი მომდევნო მატჩს 7 დეკემბერს "ატლანტა ჰოუქსის" წინააღმდეგ გამართავს.

"მაიამი ჰიტი" 20 გამარჯვებითა და 19 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს. ფლორიდელები 7 დეკემბერს "ფინიქს სანსს" დაუპირისპირდებიან.

altანტეტოკუნმპოს კარიერის მატჩი - იანისმა "ვაშინგტონს" 55 ქულა ჩაუგდო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული