ლუკას 43 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა, "კლიპერსს" ლეონარდმა ულიდერა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს კლიპერსმა" "დალას მავერიკსს" უმასპინძლა და 113:101 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან კავაი ლეონარდმა 33 ქულა (9/12), 9 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, ამდენივე ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.

ნორმან პაუელმა გუნდს 27 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1-იც ჩაჭრა შესძინა.

"დალასის" შემადგენლობიდან ლუკა დონჩიჩმა თავი 43 ქულით, 11 მოხსნით, 7 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.

ამრიგად, "კლიპერსი" 22 გამარჯვებითა და 21 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 14 იანვარს, "დენვერ ნაგეტსთან" გამართავს.

"მავერიკსი"
23 მოგებითა და 19 წაგებით იმავე დასავლეთში მე-4 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო მატჩს 13 იანვარს, "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან" ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული