"დენვერმა" "პორტლენდი" დაამარცხა - ნიკოლა იოკიჩის მორიგი ფანტასტიკური მატჩი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "დენვერ ნაგეტსმა" "პორტლენდ ტრეილბლეიზერსს" უმასპინძლა და 122:113 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან ნიკოლა იოკიჩმა ბრწყინვალე შეხვედრა გამართა, სერბმა კალათბურთელმა საკუთარ გუნდს 36 ქულა (13/14 თამაშიდან, 9/10 საჯარიმო ხაზიდან), 12 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება შესძინა.

ნიკოლას მხარი ჯამალ მარიმ 17 ქულით, 5 მოხსნით, 7 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და 1 დაფარებით აუბა.

"პორტლენდის" შემადგენლობიდან დემიენ ლილარდმა თავი 44 ქულით, 3 მოხსნითა და 8 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

ამრიგად, "ნაგეტსი" 31 გამარჯვებითა და 13 მარცხით დასავლეთ კონფერენციის
სათავეში იმყოფება. შემდეგ შეხვედრას 19 იანვარს, "მინესოტა ტიმბერვულვზთან" გამართავს.

"ტრეილბლეიზერსი" 21 მოგებითა და 23 წაგებით იმავე დასავლეთში მე-11 პოზიციას იკავებს, 20 იანვარს კი "ფილადელფიას" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული