ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ბოსტონ სელტიკსმა" "გოლდენ სტეიტ უორიორსს" უმასპინძლა და 121:118 დაამარცხა.
მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო ჯეისონ ტეიტუმი გახლდათ, რომელმაც თავი 34 ქულით, 19 მოხსნით (კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი), 6 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.
საჭირო დროს მნიშვნელოვანი ბურთები ჩააგდო ჯეილი ბრაუნმა. ლიგის ერთ-ერთმა გამორჩეულმა კალათბურთელმა ამჯერად 16 ქულა, 9 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
"ოქროსშტატელების" შემადგენლობიდან სტეფ კარიმ 29 ქულა, 4 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა.
კლეი ტომპსონმა და ჯორდან პულმა გუნდს თანაბარი, 24-24 ქულა შესძინეს.
ამრიგად, "სელტიკსი" 34 მოგებითა და 12 წაგებით ლიგის საუკეთესო შედეგს აფიქსირებს. მომდევნო შეხვედრას 22 იანვარს, "ტორონტო რეპტორსთან" გამართავს.
"გოლდენ სტეიტი" 22 გამარჯვებითა და 23 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-7 პოზიციას იკავებს, 21 იანვარს კი "კლივლენდ კავალიერსს" შეხვდება.