"ლეიკერსის" 25-ქულიანი ქამბექი და მნიშვნელოვანი გამარჯვება "პორტლენდთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" "პორტლენდ ტრეილბლეიზერსს" ესტუმრა და 121:112 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა პირველი ტაიმი 25-ქულიანი უპირატესობით მოიგეს, თუმცა კალიფორნიელებმა მატჩში დაბრუნება და გამარჯვება მაინც შეძლეს.

"ლეიკერსის" მხრიდან საუკეთესო ლებრონ ჯეიმსი გახლდათ, რომელმაც თავი 37 ქულით (14/24), 11 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.

ტომას ბრაიანტმა 31 ქულა (12/15), 14 მოხსნა (5 მეტოქის ფარზე), 1 შედეგიანი გადაცემა და 1-იც დაფარება დააგროვა.

დენის შროდერმა აქტივში 24 ქულა, 6 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.

"ტრეილბლეიზერსის"
შემადგენლობიდან ანფერნე სიმონსმა გუნდს 31 ქულა (12/20) და 2 ასისტი შესძინა.

დემიენ ლილარდმა 24 ქულა (5/17), 6 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ამრიგად, "ლეიკერსი" 22 გამარჯვებითა და 25 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 25 იანვარს, თანაქალაქელ "კლიპერსთან" ჩაატარებს.

"პორტლენდი" 21 მოგებითა და 25 მარცხით იმავე დასავლეთში მე-13 პოზიციაზეა, 24 იანვარს კი "სან ანტონიო სპურსს" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული