ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "მილუოკი ბაქსი" "ინდიანა პეისერსს" ესტუმრა და 141:131 დაამარცხა.
მოედანზე არც ერთი ქართველი კალათბურთელი არ გამოჩენილა.
სტუმართა მხრიდან "იანის ანტეტოკუმპომ" თავი 41 ქულით (16/29), 12 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.
ჯრუ ჰოლიდეიმ 20 ქულა (7/16), 9 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
მასპინძელთა შემადგენლობიდან მაილის ტერნერმა 24 ქულა (10/20), 5 მოხსნა და 4 დაფარება დააგროვა.
ბადი ჰილდმა აქტივში 22 ქულა (8/13), 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა ჩაიწერა.
"მილუოკი" 32 მოგებითა და 17 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას 30 იანვარს, "ნიუ ორლეანს პელიკანსთან" გამართავს.
"ინდიანა" 24 გამარჯვებითა და 27 მარცხით იმავე აღმოსავლეთში მე-9 პოზიციაზე იმყოფება, 30 იანვარს კი "მემფის გრიზლს" შეხვდება.
გოგა კი ნამდვილად დაგვიმწნილეს ამ უვარგისმა ინდიანელებმა.
გოგას ეკუთვნის უკვე ფრთების გაშლა,დროა უკვე
რაც შეეხება მამუკელაშვილს, ჯე ლიგაში შესანიშნავად თამაშობს, მაგრამ მაინც არ ათამაშებენ ძირითადში, თუ ასე გაგრძელდა მანაც უნდა შეიცვალოს გუნდი, არადა ძაან ძლიერი მოთამაშეა