ჯეიმსმა შეხვედრაში 36-ე ქულა კალათში მესამე პერიოდის დასრულებამდე 10.9 წამით ადრე მოათავსა. თამაში შეჩერდა, "მეფე" "კრიპტო არენაზე" შეკრებილმა გულშემატკივრებმა ოვაციებით დააჯილდოვეს, თუმცა კამერებს მისი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობრისა და თანაგუნდელის, ენტონი დევისის დამწუხრებული სახე არ გამოჰპარვიათ.
აღნიშნულის შესახებ დევისი ჟურნალისტებს ესაუბრა. მისი თქმით, ამის მიზეზი უბრალოდ გუნდის ცუდი თამაში იყო.
შეგახსენებთ, "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" დღეს "მილუოკი ბაქსს" უმასპინძლა და 106:115 დამარცხდა. "ანგელოზები" დასავლეთ კონფერენციაში 25 მოგებითა და 31 მარცხით მე-13 ადგილს იკავებს. დარვინ ჰემის გუნდი მომდევნო მატჩს 12 თებერვალს "გოლდენ სტეიტ უორიორსის" წინააღმდეგ გამართავს.
ასე დაემშვიდობა "ინდიანა" გოგა ბითაძეს [VIDEO]
მამუკელაშვილის 6 ქულა 13 წუთში და "მილუოკის" გასვლითი გამარჯვება "ლეიკერსთან" [VIDEO]