"პორტლენდმა" "ლეიკერსი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, გამთენიისას, "პორტლენდ ბლეიზერსმა" "ლეიკერსს" უმასპინძლა და 127:115 დაამარცხა.

"პორტლენდის" მხრიდან დემიენ ლილარდი გამოირჩა. გამთამაშებელმა 40 ქულა, 6 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. დემიენმა 12-დან 8-ჯერ სამქულიანი ზუსტად ტყორცნა.

სტუმართა რიგებიდან მალიკ ბიზლიმ 22 ქულა, 2 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა.

"ლეიკერსის" ერთ-ერთმა ლიდერმა ენტონი დევისმა 19 ქულითა და 20 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

ამრიგად, პორტლენდმა" ამ გამარჯვებით 28 მოგებითა და 29 მარცხით მე-11 ადგილს იკავებს. ჩონსი ბილაპსის გუნდი მომდევნო მატჩს ხვალ "ვაშინგტონ ვიზარდსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ანგელოზები" კი 26 გამარჯვებითა და 32 წაგებით მე-13 ადგილზეა. დარვინ ჰემის გუნდი 16 თებერვალს "ნიუ ორლეანს" დაუპირისპირდება.

altოფიციალურად: ბითაძე კარიერას "ორლანდო მეჯიქში" გააგრძელებს

altსანდრომ მოედანზე 10 წუთი გაატარა - "ბაქსმა" ამჯერად "კლიპერსი" დაამარცხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული