NBA-ის ისტორიული მატჩი - გუნდებს აბსოლუტურ რეკორდამდე 19 ქულა დააკლდათ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ერთმანეთს "კლიპერსი" და "საკრამენტო" დაუპირისპირდნენ, კალიფორნიულ დერბიში გამარჯვების გამოსავლენად დამატებითი დროის ჩატარება 2-ჯერ გახდა საჭირო, საბოლოოდ კი სტუმრებმა 176:175 გაიმარჯვეს.

მატჩი ისტორიული გამოდგა, კერძოდ, გუნდებმა ჯამში 351 ქულა ჩააგდეს, რაც NBA-ის ისტორიაში მე-2 ყველაზე მაღალი შედეგია, აღნიშნული რეკორდი 1983 წელს "დენვერსა" და "დეტროიტს" შორის გამართულ შეხვედრაში დაფიქსირდა, იმ მატჩში "დეტროიტმა" მეტოქე ანგარიშით 186:184 დაამარცხა.

"კლიპერსმა" ჯამში მეტოქის ფარში 26 სამქულიანი მოათავსა, რაც ლოს-ანჯელესური გუნდის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.

გამარჯვებულთა მხრიდან კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა მალიკ მონკმა, მსროლელმა 45
ქულა, 2 მოხსნა და 6 შედეგიანი პასი მიითვალა.

ასევე გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა სტუმართა ლიდერმა დიარონ ფოქსმა, გამთამაშებელმა 42 ქულის, 5 მოხსნის, 12 შედეგიანი გადაცემისა და 5 ჩაჭრის დაგროვება მოახერხა.

"კლიპერსიდან" საუკეთესო კავაი ლეონარდი - 44 ქულით, 4 მოხსნით, 4 შედეგიანი პასითა და 3 ჩაჭრით გახლდათ.

"საკრამენტო" 34 მოგებითა და 25 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს, მაიკ ბრაუნის გუნდი მომდევნო მატჩს 27 თებერვალს "ოკლაჰომას" წინააღდეგ გამართავს.

"კლიპერსი" 33 გამარჯვებითა და 29 წაგებით იმავე დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა, ტაირონ ლუს გაწვრთნილი გუნდი 27 თებერვალს "დენვერს ნაგეთსს" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული