ლილარდის 71 ქულა და "პორტლენდის" გამარჯვება "ჰიუსტონთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "პორტლენდ ტრეილბლეიზერსმა" "ჰიუსტონ როკეტსს" უმასპინძლა და 131:114 დაამარცხა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან დემიენ ლილარდმა 71 ქულა (22/38 თამაშიდან, 13/22 სამქულიანიდან), 6 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში დემიენი მეორე კალათბურთელი გახდა, რომელმაც 71 ქულის ჩაგდება მოახერხა. აქამდე ეს შედეგი "კლივლენდ კავალიერსის" ლიდერმა დონოვან მიტჩელმა დააფიქსირა.

სტუმართა მხრიდან ალფერენ სენგუნმა 17 ქულა, 10 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

ამრიგად, "ტრეილბლეიზერსი" 29 გამარჯვებითა და 31 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 1-ელ მარტს, "გოლდენ
სტეიტ უორიორსთან" გამართავს.

"ჰიუსტონ როკეტსი" 13 მოგებითა და 47 მარცხით იმავე დასავლეთში ბოლო, მე-15 პოზიციაზე იმყოფება, 1-ელ მარტს კი "დენვერ ნაგეტსს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
71 ქულაო?! მიდი და ეხლა აშშ-ს ან მსგავსი ნაკრებს შეხვდი...
ლაშა
11:41 27-02-2023
0

სიახლეები პოპულარული