"ტიმბერვულვზმა" "კლიპერსი" სტუმრად დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "მინესოტა ტიმბერვულვზი" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" ესტუმრა და 108:101 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან ჯეიდინ მაკდენიელსმა 20 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება დააგროვა.

ენტონი ედვარდსმა გუნდს 18 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 3-იც ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა.

"კლიპერსს" პოლ ჯორჯმა 25 ქულით, 6 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და ამდენივე ჩაჭრით ულიდერა.

კავაი ლეონარდმა 23 ქულა, 5 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ამრიგად, "ტიმბერვულვზი" 32 გამარჯვებითა და ამდენივე მარცხით დასავლეთ კონფერენციაში
მე-8 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 4 მარტს, "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან" ჩაატარებს.

"კლიპერსი" 33 მოგებითა და 31 წაგებით იმავე დასავლეთში მე-6 პოზიციაზე იმყოფება, 3 მარტს კი "გოლდენ სტეიტ უორიორსს" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული