ლებრონ ჯეიმსის გარეშე დარჩენილი "ლეიკერსი" "მემფისთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "მემფის გრიზლმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" უმასპინძლა და 121:109 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან ჯა მორანტმა თავი 39 ქულით, 10 მოხსნით, 10 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.

ჯას მხარი ჯარენ ჯექსონ ჯუნიორმა აუბა, რომელმაც გუნდს 16 ქულა, 7 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 4 დაფარება შესძინა.

ლებრონ ჯეიმსის გარეშე (2-დან 3 კვირამდე გამოტოვებს კოჭის ტრავმის გამო) დარჩენილ "ლეიკერსს" ენტონი დევისმა 28 ქულით, 19 მოხსნითა და 5 დაფარებით ულიდერა.

ლუნი უოლკერმა აქტივში 21 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაეცმა და 1-იც
დაფარება ჩაიწერა.

ამრიგად, "გრიზლი" 37 გამარჯვებითა და 23 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 2 მარტს, "ჰიუსტონ როკეტსთან" გამართავს.

"ლეიკერსი" 29 მოგებითა და 33 მარცხით იმავე დასავლეთში მე-12 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი "ოკლაჰომა სიტი თანდერთან" ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული