"გოლდენ სტეიტმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "გოლდენ სტეიტმა" "კლიპერსს" უმასპინძლა და 115:91 დაამარცხა.

"ოქროსშტატელებიდან" საუკეთესო ჯორდან პული გახლდათ, რომელმაც 34 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

მასპინძელთა რიგებიდან გამოირჩა კლეი ტომპსონიც. მსროლელმა 19 ქულის, 11 მოხსნის, 4 ასისტისა და 2 ჩაჭრის დაგროვება მოახერხა.

"კლიპერსიდან" 21 ქულით, 7 მოხსნითა და 2 ჩაჭრით თავი კავაი ლეონარდმა გამოიჩინა.

ამრიგად, 33 გამარჯვებითა და 30 მარცხით "გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს. სტივ კერის გუნდი რეგულარულის მორიგ შეხვედრას 4 მარტს "ნიუ ორლეანის" წინააღმდეგ
გამართავს.

"კლიპერსი" ზედიზედ 4 მარცხის შემდეგ 33 მოგებითა და 32 წაგებით იმავე დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა. ტაირონ ლუს გუნდი 4 მარტს "საკრამენტოს" ესტუმრება.

altლებრონ ჯეიმსის გარეშე დარჩენილი "ლეიკერსი" "მემფისთან" დამარცხდა [VIDEO]

altგოგას არ უთამაშია, "ორლანდომ" "პელიკანსი" სტუმრად დაამარცხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული