ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს კლიპერსმა" "ტორონტო რეპტორსს" უმასპინძლა და 108:100 დაამარცხა.
მასპინძელთა შემადგენლობიდან კავაი ლეონარდმა თავი 24 ქულით, 12 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.
პოლ ჯორჯმა გუნდს 23 ქულა, 2 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.
კანადელთა მხრიდან პასკალ სიაკამმა და სკოტი ბარნსმა თანაბარი, 20-20 ქულა მიითვალეს.
ამრიგად, "კლიპერსი" 35 მოგებითა და 33 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 12 მარტს, "ნიუ იორკ ნიქსთან" გამართავს.
"რეპტორსი" 32 გამარჯვებითა და 35 მარცხით აღმოსავლეთში მე-9 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო მატჩს 11 მარტს, "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან" ჩაატარებს.