მამუკელაშვილის 7 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი - "სან ანტონიოს" 24 ქულიანი ქამბექი და გამარჯვება "ატლანტასთან"

AutoSharing Option
სანდრო მამუკელაშვილმა სან-ანტონიოში მორიგი მატჩი ჩაატარა. ტეხასელებმა "ატლანტა ჰოუქსს" უმასპინძლეს და მე-3 პერიოდში 24-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად, გამარჯვება მოიპოვეს. "სან ანტონიომ" პირველ ნახევარში 83 ქულა მიიღო "ატლანტასგან"; სამაგიეროდ, მეორე ტაიმში სუპერდაცვა ითამაშა, მხოლოდ 35 ქულა გაუშვა და ამის წყალობით შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა.

მამუკელაშვილმა მოედანზე 19 წუთი გაატარა და 7 ქულა, 6 მოხსნა (4 შეტევაში), 5 პასი და 1 დაფარება მიითვალა. სანდრომ 4-დან 1 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

"სპურსის" რიგებში
საუკეთესონი დევინ ვასელი და კელდონ ჯონსონი იყვნენ 29-29 ქულით, ამ უკანასკნელმა კი 12 მოხსნაც მიითვალა.

"სპურსმა" 19 მოგება და 52 მარცხი მოაგროვა და დასავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა, მე-14 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 22 მარტს "ნიუ ორლეანს პელიკანსთან" ჩაატარებს.

GBF

altსანდრო მამუკელაშვილის პირადი რეკორდი NBA-ში - 14 მოხსნა "მემფისთან"

altსანდრო მამუკელაშვილის მორიგი აღიარება

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ბიჭი ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმდიდრე და რესურსია. მასზე ბევრად იქნება დამოკიდებული ჩვენი ნაკრების წარმატება. უფალი წყალობდეს ჩვენს იმედს!!!
თენგაბი
10:59 20-03-2023
0
მამუკელაშვილი ძაან კარგად თამაშობს ნბა-ში.თუ ნაკრები სწორად გამოიყენებს დიდი ძალაა.
შენგელია იტალიის ჩემპიონატში თამაშობს და ტრამვის მერე ვეღარ არის ფორმაში.
თუ გვინდა ნაკრების კარგად გამოსვლა მსოფლიოზე ახალგაზრდებს უნდა მივცეთ საშუალება.
აბდულაი
10:38 20-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული