ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "ფინიქს სანსს" უმასპინძლა და 122:111 დაამარცხა.
მასპინძელთა შემადგენლობიდან საუკეთესო ოსტინ რივსი გახლდათ, რომელმაც თავი 25 ქულით, 4 მოხსნით, 11 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
დიანჯელო რასელმა აქტივში 26 ქულა, 1 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება ჩაიწერა.
ენტონი დევისმა 27 ქულა, 9 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
ფენიქსელების მხრიდან დევინ ბუკერმა 33 ქულა, 6 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
ამრიგად, "ლეიკერსი" 36 გამარჯვებითა და 37 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 25 მარტს, "ოკლაჰომა სიტი თანდერთან" ჩაატარებს.
"სანსი" 38 მოგებითა და 34 მარცხით იმავე დასავლეთში მე-4 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 25 მარტს, "საკრამენტო კინგსთან" გამართავს.