ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ბოსტონ სელტიკსი" "მილუოკი ბაქსს" ესტუმრა და 140:99 დაამარცხა.
სტუმართა შემადგენლობიდან ჯეისონ ტეიტუმმა თავი 40 ქულით, 8 მოხსნითა და 1 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
ჯეილინ ბრაუნმა 30 ქულა, 5 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.
მასპინძელთა მხრიდან იანის ანტეტოკუნმპომ 24 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება მიითვალა.
ამრიგად, "ბაქსი" 55 მოგებითა და 22 წაგებით ლიგის საუკეთესო შედეგს აფიქსირებს, 3 აპრილს კი "ფილადელფიას" შეხვდება.
"სელტიკსი" 53 გამარჯვებითა და 24 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო მატჩს 1-ელ აპრილს, "იუტა ჯაზთან" გამართავს.