ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" "ჰიუსტონ როკეტსს" ესტუმრა და 134:109 დაამარცხა.
სტუმართა შემადგენლობიდან ენტონი დევისმა გუნდს 40 ქულა, 9 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება შესძინა.
ლებრონ ჯეიმსმა 18 ქულა, 10 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა.
მშვენიერი შეხვედრა გამართა რუი ჰაშიმურამაც, რომელმაც აქტივში 20 ქულა, 12 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 3 დაფარება ჩაიწერა.
ტეხასელების მხრიდან ჯეილინ გრინმა 24 ქულა, 3 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ალპერენ სენგუნმა თავი 18 ქულით, 15 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და 3 დაფარებით გამოიჩინა.
ამრიგად, "ლეიკერსი" 40 მოგებითა და 38 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 5 აპრილს, "იუტა ჯაზთან" ჩაატარებს. აღსანიშნავია, რომ "ყვითლები" პლეი-ოფის ზონას მიუახლოვდა (1 მოგებით ჩამორჩებიან).
"როკეტსი" 19 გამარჯვებითა და 60 მარცხით იმავე დასავლეთში ბოლო, მე-15 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო მატჩს 5 აპრილს, "დენვერ ნაგეტსთან" გამართავს.