ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფი დაიწყო.
"ფილადელფიამ" "ბრუკლინს" უმასპინძლა და 121:101 დაამარცხა.
მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო ჯეიმს ჰარდენი გახლდათ, რომელმაც თავი 23 ქულით, 4 მოხსნით, 13 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
ჯოელ ემბიდმა 26 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.
სტუმართა შემადგენლობიდან მიკაილ ბრიჯისმა გუნდს 30 ქულა, 5 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე დაფარება შესძინა.
ამ გუნდების მომდევნო დაპირისპირება 18 აპრილს გაიმართება.
სათამაშო დღის სხვა შეხვედრები:
"ბოსტონ სელტიკსი" - "ატლანტა ჰაუქსი"
"ნიუ იორკ ნიქსი"
- "კლივლენდ კავალიერსი"
"საკრამენტო კინგსი" - "გოლდენ სტეიტი"