ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ფინიქს სანსი" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" ესტუმრა და 129:124 დაამარცხა.
მატჩამდე ცნობილი გახდა, რომ მასპინძელთა ლიდერი კავაი ლეონარდი მატჩს გამოტოვებდა.
"კლიპერსის" მხრიდან ნორმან პაუელმა 42 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა.
რასელ უესტბრუქმა თავი 30 ქულით, 8 მოხსნით, 12 შედეგიანი გადაცემით, 3 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.
სტუმართა შემადგენლობიდან დევინ ბუკერმა აქტივში 45 ქულა, 6 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, ამდენივე ჩაჭრა და 2 დაფარება ჩაიწერა.
კევინ დურანტმა 28 ქულა, 6 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა.
ამრიგად, "სანსმა" ლეონარდის არყოფნა გამოიყენა და სერიაში 2:1 დაწინაურდა. მომდევნო შეხვედრა კვლავ ლოს-ანჯელესში, 22 აპრილს, თბილისის დროით 23:30 საათზე გაიმართება.
სხვა მატჩები:
"გოლდენ სტეიტ უორიორსი" - "საკრამენტო კინგსი" - 114:97 (სერიაში 1:2)
"ბრუკლინ ნეტსი" - "ფილადელფია" - 97:102 (სერიაში ანგარიშია 0:3)