ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ფილადელფიამ" "ბრუკლინ ნეტსი" 96:88 დაამარცხა და სერია 4:0 დახურა.
"ფილადელფიას" შემადგენლობაში ტობიას ჰარისმა აქტივში 25 ქულა, 12 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება ჩაიწერა.
ჯეიმს ჰარდენმა 17 ქულა, 8 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება დააგროვა.
"ნეტსის" მხრიდან სპენსერ დინვიდიმ 20, ნიკ კლაქსტონმა კი 19 ქულა ჩააგდო.
ამრიგად, "ფილადელფია" აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში გავიდა, სადაც "ბოსტონ სელტიკსისა" და "ატლანტა ჰაუქსს" შორის გამარჯვებულს შეხვდება, აღნიშნულ დაპირისპირებაში ანგარიში 2:1-ია "სელტიკსის" სასარგებლოდ.