"გოლდენ სტეიტმა" "საკრამენტო" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფში "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" "საკრამენტო კინგსს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 126:125 გაიმარჯვა. ამ მოგებით სტივ კერის გუნდმა სერიაში ანგარიში (2:2) გაათანაბრა.

"ოქროსშტატელების" მხრიდან საუკეთესო სტეფ კარი გახდა, რომელმაც 32 ქულა, 5 მოხსნა, 4 შედეგიანი პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

"კინგსის" რიგებიდან დიარონ ფოქსმა გუნდს 38 ქულა, 9 მოხსნა, 5 ასისტი და 1 ჩაჭრა შესძინა.

გუნდებს შორის სერიის მე-5 მატჩი საკრამენტოში 27 აპრილს, თბილისის დროით 06:00 საათზე გაიმართება.

დღის სხვა შეხვედრები:

"ატლანტა ჰოუქსი" - "ბოსტონ სელტიკსი" 121:129 (სერიაში ანგარიში 1:3)

"მინესოტა ტიმბერვულვზი" - "დენვერ ნაგეთსი" 114:108 (სერიაში ანგარიში 1:3)

alt"ნიქსმა" "კავალიერსი" დაამარცხა და 3:1 დაწინაურდა

alt"ფილადელფიამ" "ბრუკლინი" სერიაში 4:0 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა

alt

"მემფისმა" "ლეიკერსი" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული