ჯიმი ბატლერის სასწაული ბოლო წამებზე - "ბაქსი" პლეი-ოფს გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფის მე-5 მატჩში "მაიამი ჰიტი" "მილუოკი ბაქსს" ესტუმრა და 128:126 დაამარცხა. გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დროის ჩატარება გახდა საჭირო, რაშიც ყველაზე დიდი წვლილი ფლორიდელთა ლიდერ ჯიმი ბატლერს მიუძღვის.

2.1 წამით ადრე ანგარიშში "მაიამი" 2 ქულით მარცხდებოდა, თუმცა ბატლერმა ბურთის მეტოქის კალათში მოთავსება ურთულესი სიტუაციიდან შეძლო და შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა, სადაც სპოელსტრას გუნდმა გამარჯვება მოიპოვა.

ჯიმიმ 42 ქულა, 8 მოხსნა, 7 შედეგიანი პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

"ბაქსიდან" იანის ანტეტოკუნმპომ საკუთარ გუნდს 38 ქულა, 20 მოხსნა და 3 ასისტი
შესძინა.

ამრიგად, "ჰიტმა" "მილუოკი" სერიაში 4:1 დაამარცხა. ფლორიდელები კონფერენციის ნახევარფინალში "ნიუ იორკ ნიქსს" დაუპირისპირდებიან. გუნდებს შორის პირველი მატჩი 30 აპრილს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

დღის სხვა შეხვედრები:

"კლივლენდ კავალიერსი" - "ნიუ იორკ ნიქსი" 95:106 (სერიაში ანგარიში 1:4)

"მემფის გრიზლსი" - "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" 116:99 (სერიაში ანგარიში 2:3)

"მილუოკი ბაქსი" - "მაიამი ჰიტი" 126:128 (სერიაში ანგარიში 1:4)

"საკრამენტო კინგსი" - "გოლდენ სტეიტი" 116:123 (სერიაში ანგარიში 2:3)

altტრეი იანგის საოცარი მატჩი და გამარჯვების მომტანი ქულა ბოლო წამზე - "ატლანტამ" "ბოსტონი" დაამარცხა

მკითხველის კომენტარები / 2 /
რა თქმა უნდა დიდი მადლობა VIDEO-ს დადებისთვის. ყოველთვის ვერ ახერხებ თამაშების ყურებას. მაგრამ 1 შენიშვნა და თხოვნა მაქვს. კალათბურთი მარტო ჩაგდსებული ბურთი არ არის. დაცვაში თამაში, გაფუჭებული პასი ან სროლა. საერთოდ ვერ გაიგებ რა მოხდა ძირითადის ბოლოს. ბოლო წუთი მაინც აჩვენეთ მთლიანად (წუთშესვენებების გარეშე), თორემ გამოგდით, რომ ორივე გუნდი უმაგრესია, რაც ისროლეს ჩააგდეს.
alexandre
13:27 27-04-2023
0
უარესი ეკუტვნით სანდროს გაგდებისთვის.
ეეე
12:31 27-04-2023
1

სიახლეები პოპულარული