2.1 წამით ადრე ანგარიშში "მაიამი" 2 ქულით მარცხდებოდა, თუმცა ბატლერმა ბურთის მეტოქის კალათში მოთავსება ურთულესი სიტუაციიდან შეძლო და შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა, სადაც სპოელსტრას გუნდმა გამარჯვება მოიპოვა.
ჯიმიმ 42 ქულა, 8 მოხსნა, 7 შედეგიანი პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.
"ბაქსიდან" იანის ანტეტოკუნმპომ საკუთარ გუნდს 38 ქულა, 20 მოხსნა და 3 ასისტი შესძინა.
ამრიგად, "ჰიტმა" "მილუოკი" სერიაში 4:1 დაამარცხა. ფლორიდელები კონფერენციის ნახევარფინალში "ნიუ იორკ ნიქსს" დაუპირისპირდებიან. გუნდებს შორის პირველი მატჩი 30 აპრილს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.
დღის სხვა შეხვედრები:
"კლივლენდ კავალიერსი" - "ნიუ იორკ ნიქსი" 95:106 (სერიაში ანგარიში 1:4)
"მემფის გრიზლსი" - "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" 116:99 (სერიაში ანგარიში 2:3)
"მილუოკი ბაქსი" - "მაიამი ჰიტი" 126:128 (სერიაში ანგარიში 1:4)
"საკრამენტო კინგსი" - "გოლდენ სტეიტი" 116:123 (სერიაში ანგარიში 2:3)
ტრეი იანგის საოცარი მატჩი და გამარჯვების მომტანი ქულა ბოლო წამზე - "ატლანტამ" "ბოსტონი" დაამარცხა