10:00 27-10-2023
ლილარდმა ახალ გუნდს პირველივე თამაში მოაგებინა - დემიენის შედეგიანი დებიუტი "ბაქსის" რიგებში [VIDEO]
AutoSharing Option
"ბაქსის" რიგებში ახალ გუნდში დემიენ ლილარდის დებიუტი შედგა. გამოცდილმა გამთამაშებელმა 37 წუთში 39 ქულა, 8 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი მიითვალა. 33 წლის კალათბურთელმა მატჩის დასრულებამდე 1 წუთით ადრე მეტოქის ფარში 3 ქულიანი მოათავსა, რამაც "მწვანეების" გამარჯვება გარდაუვალი გახადა.
იანის ანტეტოკუნმპომ ახალი სეზონი ორმაგი დუბლით გახსნა. ბერძენმა თავი 23 ქულას, 13 მოხსნას, 3 შედეგიან პასსა და 2 ჩაჭრას მოუყარა.
"ფილადელფიას" რიგებში ტაირის მაქსიმ 31 ქულა, 4 მოხსნა, 8 ასისტი და 2 ჩაჭრა მიითვალა.
ჯოელ ემბიიდმა 24 ქულა, 7 მოხსნა და 6 ჩაჭრა დააგროვა, თუმცა ბურთი 7-ჯერ დაკარგა.
"მილუოკი" მორიგ მატჩს 30 ოქტომბერს "ატლანტა ჰოუქსის" წინააღმდეგ გამართავს.
"ფილადელფია" 29 ოქტომბერს "ტორონტო რეპტორსს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ

უძრავი ქონება


140.00 k
225.00 k
220.00 k
350.00 k
სიახლეები
პოპულარული

