ენტონი დევისის შოუ - "ლეიკერსი" პლეი-ოფის ნახევარფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფის მე-6 მატჩში "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "მემფის გრიზლისს" უმასპინძლა და მეტოქე 125:85 დაამარცხეს.

"ანგელოზების" მხრიდან ენტონი დევისმა 28 წუთში 16 ქულა, 14 მოხსნა და 6 დაფარება მიითვალა.

დიენჯელო რასელმა კი 31 ქულა, 2 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

"ლეიკერსის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა საკუთარ გუნდს 22 ქულა, 5 მოხსნა და 6 შედეგიანი პასი შესძინა.

"მემფისის" რიგებში საუკეთესო სანტი ალდამა გახდა, ესპანელმა 16 ქულა და 5 ასისტი დააგროვა.

ამრიგად, კალიფორნიელებმა "მემფისი" 4:2 დაამარცხეს და პლეი-ოფის ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც
"საკრამენტო კინგსსა" და "გოლდენ სტეიტ ვორიორსს" შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.

alt"სელტიკსი" ნახევარფინალშია - "ბოსტონმა" "ატლანტა" სერიაში 4:2 დაამარცხა [VIDEO]

altჯიმი ბატლერის სასწაული ბოლო წამებზე - "ბაქსი" პლეი-ოფს გამოეთიშა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული