ჯამალ მარის ბრწყინვალე მატჩი - "დენვერმა" "ფინიქსი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფის ნახევარფინალის პირველ მატჩში "დენვერ ნაგეთსმა" "ფინიქს სანსს" უმასპინძლა და 125:107 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებში ჯამალ მარიმ 34 ქულა, 5 მოხსნა, 9 შედეგიანი პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა.

ნიკოლა იოკიჩმა 24 ქულით, 19 მოხსნითა და 5 ასისტით ორმაგი დუბლი შეასრულა.

"სანსიდან" კევინ დურანტმა გუნდს 29 ქულა, 14 მოხსნა, 1 შედეგიანი პასი და 1 ჩაჭრა შესძინა.

დევინ ბუკერმა 27 ქულა, 4 მოხსნა, 8 ასისტი 1 ჩაჭრა მიითვალა.

გუნდებს შორის სერიის მეორე მატჩი კვლავ დენვერში 2 მაისს თბილისის დროით 06:00
საათზე გაიმართება.

altენტონი დევისის შოუ - "ლეიკერსი" პლეი-ოფის ნახევარფინალში გავიდა [VIDEO]

alt"გოლდენ სტეიტმა" "საკრამენტო" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული