ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ფინიქს სანსმა" "დენვერ ნაგეტსი" 129:124 დაამარცხა და სერიაში ანგარიში 2:2 გახადა.
მასპინძელთა მხრიდან დევინ ბუკერმა გუნდს 36 ქულა, 6 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.
კევინ დურანტმაც 36 ქულა ჩააგდო, ამასთან ერთად კი 11 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
"ნაგეტსის" შემადგენლობიდან ნიკოლა იოკიჩმა ისტორიული მატჩი ჩაატარა. სერბმა კალათბურთელმა თავი 53 ქულით, 4 მოხსნით, 11 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით გამოიჩინა. მსგავსი შედეგი NBA-ის ისტორიაში არც ერთ ცენტრს არ დაუფიქსირებია (საუბარია 50+ ქულაზე და 10+ გადაცემაზე).
ჯამალ მარიმ 28 ქულა, 5 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.
ამრიგად, სერია დენვერში გადაინაცვლებს და მეხუთე მატჩი 10 მაისს, თბილისის დროით 06:00 საათზე გაიმართება.