ბატლერი შეუჩერებელია - "მაიმიმ" "ბოსტონთან" სერია მოგებით გახსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველ მატჩში "მაიამი ჰიტი" "ბოსტონ სელტიკსს" ესტუმრა და 123:116 დაამარცხა.

ფლორიდელთა რიგებიდან საუკეთესო კვლავ ჯიმი ბატლერი გახლდათ, 33 წლის კალათბურთელმა 35 ქულა, 5 მოხსნა, 7 შედეგიანი პასი და 6 ჩაჭრა მიითვალა.

"კელტებიდან" ჯეისონ ტეიტუმმა თავი 30 ქულით, 7 მოხსნითა და 1 ასისტით გამოიჩინა.

ჯეილენ ბრაუნმა კი 22 ქულა, 9 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

გუნდებს შორის მომდევნო დაპირისპირება კვლავ ბოსტონში 20 მაისს, თბილისის დროით 04:30 საათზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული