"სელტიკსმა" "მაიამი" დაამარცხა და სერიაში ჩამორჩენა შეამცირა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში "ბოსტონ სელტიკსმა" "მაიამი ჰიტი" 116:99 დაამარცხა და სერიაში ანგარიში 1:3 გახადა.

ჯეისონ ტეიტუმმა თავი 33 ქულით, 11 მოხსნით, 7 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.

ფლორიდელების შემადგენლობიდან ჯიმი ბატლერმა გუნდს 29 ქულა, 9 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება შესძინა.

სერიის მომდევნო შეხვედრა მასაჩუსეტსში 26 მაისს, თბილისის დროით 04:30 საათზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლებრონას რო ისევ ჩაუდეს რატო არა წერთ?!რა აზრი ჰქონდა ამათ გასვლას გასულიყო გოლდენი რა,იმედია დენვერი მაიმისაც მიაყოლებს,თუ სელტიქსმა დადო ქამბექი გაასწორებს...
ზორო
20:15 24-05-2023
1
ღვინიაშვილო, ამობრძანდი ზემოთ, მე შენ და ტიხარამ ნარდი ვითამაშოთ
ბარაბულკა-ბარაბანა
11:53 24-05-2023
0

სიახლეები პოპულარული