იოკიჩი ვერ გააჩერეს - სუპერფინალში "დენვერმა" "მაიამი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, სუპერფინალის პირველ თამაშში, "დენვერ ნაგეტსმა" "მაიამი ჰიტი" 104:93 დაამარცხა.

კვლავინდებურად ბრწყინვალე თამაში ჩაატარა ნიკოლა იოკიჩმა, რომელმაც თავი 27 ქულით, 10 მოხსნით, 14 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.

ჯამალ მარიმ 26 ქულა, 6 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

აარონ გორდონმა 16, ხოლო მაიკლ პორტერ ჯუნიორმა 14 ქულა ჩააგდო.

ფლორიდელების მხრიდან ბემ ადებაიომ გუნდს 26 ქულა, 13 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

გეიბ ვინსენტმა
19 ქულა, 2 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.

ამრიგად, "დენვერი" სერიაში დაწინაურდა. მეორე მატჩი 5 ივნისს, თბილისის დროით 04:00 საათზე გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კაია არ მევასება მაიმი
ზორო
14:10 02-06-2023
0

სიახლეები პოპულარული