2023 წლის NBA-ს ფინალების საუკეთესო კალათბურთელი ნიკოლა იოკიჩი ESPN-ს ესტუმრა და მალიკა ენდრიუსთან ინტერვიუ ჩაწერა.
"ვფიქრობ, შემიძლია ბევრად უკეთესად ვითამაშო, თუმცა ამისთვის ჩემი თავის რაღაც ნაწილი უნდა დავთმო. კალათბურთი არ არის ჩემს ცხოვრებაში მთავარი, მიუხედავად იმისა, რომ ამაში კარგი ვარ", - განაცადა სერბმა.
შეგახსენებთ, იოკიჩის ლიდერობით "დენვერ ნაგეტსმა" "მაიამი ჰიტი" 4:1 დაამარცხა და ისტორიაში პირველად საკუთარ გუნდს ჩემპიონობა მოუტანა. ასევე ნიკოლა გახდა პირველი კალათბურთელი, რომელმაც პლეი-ოფში გუნდს ქულებში, მოხსნებსა და შედეგიან გადაცემებში ულიდერა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით
რატომაა იოკიჩი და რა ჯოკიჩი ?